fbpx
საბერძნეთი

ერთი ყავა, ერთი შოკოლადი და ერთი წყალი 18.50 ევრო კუნძულ მიკონოზე

კოსმოპოლიტური კუნძული მიკონო ფასებს არ “ღალატობს”, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ არ შესულა თავის პიკში.

კუნძულმა ტურისტების მიღება სულ ახლახანს დაიწყო და ბიზნესი ამუშავებას ახლა იწყებს. პანდემიის კრიზისის მიუხედავად, პროდუქტების ფასები არ დაწეულა, არამედ ან იგივე შენარჩუნდა ან უფრო მაღალიც კი არის. ამას ადასტურებს გამოქვეყნებული ქვითარი, სადაც წერია, თუ რა ღირს ერთი ყავა, შოკოლადი და ერთი ბოთლი წყალი.

ამ სამი პროდუქტის შეძენისას თქვენ 18.50 ევროს გადაიხდით:

წყალი 4 ევრო
ფრედო ესპრესო 6.50
ცივი შოკოლადი 8 ევრო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბერძნები ამ პოსტზე წერენ, რომ გასაოცარი არაფერია და რომ ისედაც კარგად არის ცნობილი მიკონოსზე არსებული ფასები.

onalem

ტესტ