fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საგანგაშო მდგომარეობა საბერძნეთში – ახალი ნეგატიური რეკორდი დღეს!

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში ნეგატიური რეკორდი დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, 18 აგვისტოს ქვეყანაში გამოვლინდა 269 ახალი ინფიცირებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი პანდემიის აფეთქების პერიოდიდან დაფიქსირებულა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა ორი ადამიანი, რამაც საერთო ჯამში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 232-მდე გაზარდა.

საბერძნეთის საზღვრებზე ტურისტების შემოწმების შედეგად გამოვლინდა მხოლოდ 39 შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელება ძირითადად ხდება ქვეყნის შიგნით.

98 ინფიცირებული ფიქსირდება ატიკის რეგიონში, ხოლო თესალონიკში 70.

onalem

ტესტ