fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ოჯახი სახლს ვერ ქირაობს, რადგან მათ ბავშვს აუტიზმი აქვს

სოციალური რასიზმის მსხვერპლი შეიძლება ეწოდოს ოჯახს, რომელიც რეთიმნოში ვერ პოულობს სახლს, რომ იქირაოს, რადგან აუტისტი ბავშვი ჰყავთ.

ქალი რეთიმნოს საავადმყოფოში მუშაობს და როგორც ტელეკომპანია Mega-სთან საუბარში აღნიშნავს, მათი სახლი, სადაც ცხოვრობდნენ, დაიწვა, სწორედ ამიტომ, ეძებენ სხვა ბინას, რომ იქირაონ.

“სახლის პატრონმა კონტრაქტის გაფორმების დღეს შეგვატყობინა, რომ სხვა ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ შეწუხდებიან ხმაურით, რომელსაც აუტისტი ბავშვი გამოიწვევს. და სწორედ აქედან გამომდინარე, ვერ შეძლებდა, რომ სახლი ჩვენთვის მოექირავებინა,” ამბობს რესპოდენტი.

აღსანიშნავია, რომ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაიწვა ძაღლი, რომელიც სპეციალურად იყო გაწვრთნილი, რომ ამოეცნო ბავშვის ეპილეფიის მომენტები.

ამ დროისთვის ოჯახი ცხოვრობს სასტუმროში, რომელიც სპეციალურად მათთვის გაიხსნა.

onalem

ტესტ