fbpx
საბერძნეთი

13033-ის ნაცვლად, ახალი კოდი 13032-ზე და SMS-ის გაგზავნა დღეში მხოლოდ ერთხელ – რას აცხადებს გეორგიადისი?!

საბერძნეთის განვითარების მინისტრი, ადონის გეორგიადისი აცხადებს, რომ პრიორიტეტად რჩება საბერძნეთში მაღაზიების გახსნა და 8 მარტის შემდეგ, სავარაუდოდ, ხალხი ვაჭრობას დაიწყებს.

ამიერიდან მოქალაქეებს, რომლებსაც ენდომებათ სავაჭროდ წასვლა, გააგზავნიან SMS-ს არა 13033-ზე, არამედ 13032-ზე, რომელიც სულ მალე შევა ძალაში. რაც შეეხება კოდს, რომელსაც ამ ნომერზე ვაგზავნით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდესაც ციფრული პოლიტიკის სამინისტროსგან გავრცელდება ოფიციალური ინფორმაცია.

13033 კვლავ ძალაში რჩება სუპერმარკეტებში, საცხობებში, აფთიაქებში და სურსათის სხვა მაღაზიების სტუმრობისას და მოქმედებს კოდი 2.

აღსანიშნავია, რომ ხუთციფრიანი კოდის გაგზავნა 13032-ზე დასაშვები იქნება დღეში მხოლოდ ერთხელ და ექნება ვადა 3 საათი, ამ გზით თავიდან იქნება არიდებული არამიზნობრივი გადაადგილება, რისთვისაც ხშირად იყენებენ კოდს 2.

 

onalem

ტესტ