fbpx
საბერძნეთი

20 წლის ბერძენი გოგონა ალბანელმა ყოფილმა შეყვარებულმა დანით დაჭრა – საზარელი შემთხვევა იტალიაში

სასტიკმა თავდასხმამ, რომელმაც კინაღამ 20 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ იტალიური მედიის განხილვის საკითხიც გახდა. ქალაქ ტურინში ახალგაზრდა ბერძენი გოგონა საკუთარმა ყოფილმა შეყვარებულმა, რომელიც ალბანეთის მოქალაქეა, გულმკერდის არეში დანით რამდენჯერმე დაჭრა.

ირკვევა, რომ გოგონა სტუდენტია იტალიაში, ხოლო ალბანელი 27 წლის მამაკაცი უკვე აღარ სწავლობს. ინციდენტის მიზეზი დაშორება გახდა, რომელიც ალბანელმა ვერ აიტანა და მუდმივად მოკვლით ემუქრებოდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ გოგონას მამაკაცი ავტოსადგომთან ელოდებოდა, როცა ადგილზე მივიდა, თავს დაესხა და დანით მრავაჯერადი ჭრილობები მიაყენა. კარაბინერებმა ალბანელი მაშინვე დააკავეს და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლებენ.

როგორც ჩანს, მამაკაცი ბერძენი გოგოს ოჯახსაც კი ემუქრებოდა საბერძნეთში და საბოლოოდ, საკუთარი სიტყვების რეალობად ქცევა გადაწყვიტა.

დაჭრილს 6 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმების თქმით, რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ