fbpx
საბერძნეთი

“ვაჭრობა უნდა მოხდეს შეკვეთით, სუპერმარკეტების თანამშრომლები საფრთხეში არიან” – ათინა ლინუ

ეპიდემიოლოგიის პროფესორმა, ათინა ლინუმ ტელეკომპანია Open-თან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ როდის დასტაბილურდება საბერძნეთში სიტუაცია.

“ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრები და ჩვენი მეგობრები. მიღებული ზომები საკმარისია, თუკი მათ დავიცავთ.

აუცილებლად უნდა დავტოვოთ ფანჯრები ღია, რადგან ვირუსი ვრცელდება დახურულ სივრცეში ელვის სისწრაფით.

ინგლისში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დიდი საფრთხის ქვეშ დგანან სუპერმარკეტების თანამშრომლები, სწორედ ამიტომ, ჩემი მოწოდებაა, რომ ვაჭრობა მოხდეს შეკვეთით.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ტესტის გაკეთება უნდა იყოს უფასო. არვიცი, როდის ვიხილავთ კარგ შედეგებს. არ გვაქვს კვლევები და გამოცდილება, რომ ვიცოდეთ, კიდევ სად უნდა ჩავერიოთ. ძალიან ვწუხვარ სამედიცინო პერსონალზე, იმედი მაქვს, რომ არ აღმოჩნდებიან უკიდურეს სიტუაციაში.

რაც შეეხება სკოლებს, შესაძლოა გაიხსნას მხოლოდ დაწყებითი სკოლები, არავითარ შემთხვევაში საშუალო და უმაღლესი სკოლები.

ასევე, მნიშვნელოვანია მუშაობა მათზე, ვინც ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა, როგორმე უნდა მოხდეს ამ ადამიანების გადარწმუნება,” განაცხადა ლინუმ.

onalem

ტესტ