fbpx
საბერძნეთი

ვაქცინაციის სერთიფიკატის ვადა მხოლოდ 9 თვე, თუ მე-3 დოზას არ მივიღებთ – განხილვა ევროკავშირში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი ვაქცინაციის სერტიფიკატის ვადებს განიხილავს. როგორც ირკვევა, ვადები იზღუდება 9 თვემდე და დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე-3 დოზას მივიღებთ.

აღნიშნული ცვლილება, დიდი ალბათობით, ძალაში შევა და გამოყენებულ იქნება, როგორც ზეწოლის მეთოდი, რომ მოსახლეობამ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღოს.

ამ გეგმის მიხედვით, ევროკავშირის მასშტაბით ვაქცინაციის სერთიფიკატის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 9 თვის მანძილზე მეორედ აცრიდან, ხოლო 9 თვის გასვლის შემდეგ ძალას დაკარგავს იმ შემთხვევაში, თუ მე-3 დოზას არ მივიღებთ.

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა მხარს უჭერს აღნიშნულ იდეას, თუმცა, ზოგი მიიჩნევს, რომ ლიმიტი 12 თვე უნდა იყოს, 9-ის ნაცვლად.

საბოლოო გადაწყვეტილება მომდენო კვირას მიიღება.

onalem

ტესტ