fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: ორი შვილის მამა 40 დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა – ივნისში Johnson & Johnson-ით აიცრა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსს საბერძნეთში კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში 40 დღის მანძლზე ებრძოდა სიკვდილს.

ირკვევა, რომ 36 წლის მამაკაცი, ორი შვილის მამა, კატერინის საავადმყოფოში 26 ოქტომბერს მოათავსეს, მისი მდგომარეობა ნელ-ნელა გაუარესდა და აუცილებელი გახდა მართვით სუნქთვაზე გადაეყვანათ.

მედია იუწყება, რომ მას არ ჰქონდა თანმდევი დაავადებები და ამასთანავე, გასულ ივნისში მიღებული ჰქონდა ერთდოზიანი ვაქცინა, Johnson & Johnson, მაგრამ ვერაფერი დაეხმარა.

ამბის მეორე ტრაგიკული მხარე ის არის, რომ 3 ნოემბერს მან მამაც კორონავირუსით დაკარგა, ხოლო დედა ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

onalem

ტესტ