fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საიდუ კამარა საბერძნეთში რჩება! სახელმწიფო მას თავშესაფარს მიანიჭებს

ყველას კარგად ახსოვს ფრიადოსანი მოსწავლე, საიდუ კამარა, რომელიც საბერძნეთში სრულიად მარტო, მშობლების გარეშე ჩამოვიდა და თავშესაფარი მოითხოვა. პირველ ეტაპზე ბიჭის მოთხოვნაზე საბერძნეთის სახელმწიფომ, კერძოდ კი, თავშესაფრის სამსახურის საბჭომ, უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა, შემდეგ, საიდუმ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მისი განაცხადი თავიდან განიხილეს.

საიდუს შეხვდა პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკიც, საჩივრის განხილვაზე კი, თან ახლდა მთელი მისი კლასი, ბერძენი მეგობრები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ საიდუ მათ გვერდით დარჩენილიყო. მისი საჩივარი გაამდიდრეს ყველა შესაძლო მასალით და ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის განათლების მინისტრმაც.

საბოლოო გადაწყვეტილებით, საიდუ კამარა საბერძნეთში დარჩება და ლეგალურად იცხოვრებს, მას სახელმწიფომ საჩივარი დაუკმაყოფილა და თავშესაფარი ოფიციალურად მიენიჭება, რაც ნიშნავს, რომ კანონიერად განაგრძობს ცხოვრებას, სწავლას და მომავალში მუშაობასაც შეძლებს.

onalem

ტესტ