fbpx
საბერძნეთი

მოგზაურობა სრულიად თავისუფლად – როგორ მოხდება საბერძნეთის საზღვრის კვეთა 1 მაისიდან?

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 1 მაისიდან საბერძნეთში ვაქცინაციისა და კოვიდით დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატების გამოყენება მოგზაურობის თვალსაზრისითაც უქმდება.

როგორც ირკვევა, აღნიშნული გადწყვეტილება ექსპერტთა საბჭომ მიიღო და 1 მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საბერძნეთის საზღვრის კვეთის მსურველ ადამიანებს აღარ ექნებათ რომელიმე (ვაქცინაციის ან დაავადების) სერთიფიკატის ქონის ვალდებულება, შესაბამისად, თანაბრდება აცრილთა და აუცრელთა უფლებებიც.

მიუხედავად ამისა, მედია დასძენს, რომ აღნიშნული შეზღუდვა სექტემბრიდან ისევ თავიდან განიხილება და არ არის გამორიცხული, რომ კვლავ შევიდეს ძალაში, ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ.

ექსპერტთა საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავს პირბადის დახურულ სივრცეებში ტარების ვალდებულების მოხსნასაც, რაც წესით 1 ივნისიდან უნდა შევიდეს ძალაში, თუმცა, ჩანს, რომ პროფესორთა ნაწილი ყოყმანობს აღნიშნულთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან საბერძნეთში უქმდება სხვადასხვა დაწესებულებებში ვაქცინაციის სერთიფიკატებისა და ტესტის უარყოფითი პასუხით შესვლის წესი და მოსახლეობას სრული თავისუფლება ექნება.

onalem

ტესტ