fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთი ენეგეტიკულად სტაბილურია და ასე დარჩება” – კირიაკოს მიცოტაკი რუსეთის მიერ გაზის შეწყვეტაზე

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი აცხადებს, რომ საბერძნეთი ენერგეტიკული თვალსაზრისით სტაბილური ქვეყანაა და ასე დარჩება. მან აღნიშნული განცხადებები გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომ პოლონეთსა და ბულგარეთს “გაზპრომი” გაზის მიწოდებას უწყვეტს.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთს გაზის საკმარისი მარაგი აქვს და არ არსებობს საფრთხე, რუსეთმა მიწოდება შეწყვიტოს. რაც შეეხება გადასახადის გადახდას, როგორც მიცოტაკიმ განაცხადა, “გაზპრომს” საბერძნეთი მომდევნო თვის ბოლოს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ენერგოგიგანტმა, “გაზპრომმა”, პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა. მიზეზი ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარია. პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობების ცნობით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ. რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა.

onalem

ტესტ