fbpx
კრიმინალიპოლიტიკა

დახარისხებული ბანკნოტები – ბელგიურმა პოლიციამ ევა კაილის სახლიდან კადრები გაავრცელა

ბელგიური გაზეთის, Le Soir-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, ევა კაილისა და ყოფილი ევროპარლამენტარის, იტალიელი პიერ ანტონიო პანცერის სახლებში აღმოჩენილი ნაღდი ფულის ოდენობა 1,5 მილიონ ევროს აჭარბებს. გაზეთმა კადრებიც კი გაავრცელა სახლიდან, თუ როგორ არის დახარისხებული ბანკნოტები, რაოდენობის მიხედვით.

თანხა, 600.000 ევროს ოდენობით, რომელიც კაილის აღმოუჩინეს, ნაწილ-ნაწილ ინახებოდა როგორც მისი მამის, ასევე მისი მეუღლის კუთვნილებაში არსებულ სახლებში, ბრიუსელში.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში დაყადაღებულია ევა კაილისა და მისი ოჯახის წევრების ქონება, გაყინულია მათი ანგარიშები და აქტივები. რაც შეეხება მის მამას, ის ბრიუსელში მდებარე სასტუმროში დააკავეს, ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნით ხელში. სწორედ ამ ფაქტმა მისცა საფუძველი გამომძიებლებს კაილის სახლი გაეჩხრიკათ.

თანხების გარდა, სახლში იპოვეს ძვირფასი ნივთები, რომლებიც მას, სავარაუდოდ, კატარის ოფიციალურმა პირებმა გადასცეს, ბანკნოტებთან ერთად.

onalem

ტესტ