fbpx
კრიმინალი

ბერძენი, რომელმაც ალბანელი ქალი გაიტაცა და გააუპატიურა, ამბობს, რომ სიკვდილი უნდა და ოპერაციაზე უარს ამბობს

47 წლის დიმიტრის ასპიოტისი, რომელიც ზუსტად 8 დღის წინ 200 მეტრიან ხევში გადავარდა, როდესაც პოლიციას გაურბოდა, მძიმე მდგომარეობაშია. მისი დაზიანებები იმდენად რთულია, რომ ექიმების თქმით, თუ ქირურგიულ ოპერაციას არ გაიკეთებს, ის ფეხზე ვეღარასოდეს გაივლის.

მიუხედავად ყველაფრისა, ასპიოტისი უარს აცხადებს ოპერაციის გაკეთებაზე და ამბობს, რომ ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე საოპერაციო ოთახში შევიდნენ, შესაბამისად, ექიმები ამბობენ, რომ მას ვერაფერს დააძალებენ.

მამაკაცს რამდენიმე ქალის გაუპატიურება ედება ბრალად და ციხეშიც იჯდა, თუმცა, გაათავისუფლეს. ბოლო ის ალბანელი ქალის გაუპატიურებისა და გატაცებისთვის იძებნებოდა და პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ხევიდან დაშავებული ამოიყვანეს, სადაც გაქცევისას გადავარდა.

ინციდენტი კუნძულ კერკირაზე მოხდა.

onalem

ტესტ