fbpx
საზოგადოება

“თავდამსხმელი ქალის ამოცნობა შემიძლია, მის სახეს ვიცნობ” – მოწმე, რომელმაც შესაძლოა მჟავით თავდასხმის საქმეს ფარდა ახადოს

34 წლის იოანა პაპასპირუზე თავდასხმის საქმეს პოლიცია ამ დრომდე იძიებს. საქმეში გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამბობს, რომ დამნაშავე ქალის ამოცნობა შეუძლია.

პოლიციამ ბოლოს გამოკვეთა სამი ეჭვმიტანილი, რომელთაგან ერთი ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ იოანას სასტიკად გაუსწორდა. ამ დროისთვის მოწმდება მისი მობილური ტელეფონი, რათა გაირკვეს იმ დღეს, სად იყო და ჰქონდა თუ არა რაიმე კონტაქტის მცდელობა მსხვერპლთან.

ამასთანავე, ტელეკომპანია ΑΝΤ1-თან ისაუბრა ერთ-ერთი იქ მდებარე მაღაზიის მფლობელმა, რომელიც ამბობს, რომ ქალს პირდაპირ შეხვდა:

“საპირისპირო მიმართულებით გავიხედე და დავინახე ერთი ქალი, რომელიც იქაურობას ტოვებდა. მისი ქმედება არ შეესაბამებოდა იქ არსებულ სიტუაციას. ანუ იოანა ყვიროდა ტკივილებისგან და ის ყურადღებას არ აქცევდა მაშინ, როცა ირგვლივ ყველას აინტერესებდა თუ რა ხდებოდა. გავიქეცი და გავაჩერე, შევეხე კიდეც. საშინლად ცივი მზერა ჰქონდა და საერთოდ არ შეშინებია, როცა უცნობი ადამიანი შეეხო. 

მას ეცვა შავი შარვალი, მაისური, ნიღაბი ეკეთა და ჩანთა ჰქონდა მხარზე გადაკიდებული. მე სიმაღლეში 1.78 მეტრი ვარ, ის დაახლოებით 1.67 იქნებოდა. ჰქონდა გრძელი, ვიწრო სახე და ყავისფერი თვალები. თუ ვნახავ, აუცილებლად ამოვიცნობ მას,” ამბობს მამაკაცი.

იოანა სტეფანიდუს გადაცემაში ისაუბრა დაზარალებულის დედამაც, რომელიც ამბობს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ ცდილობენ ამ ყველაფერს ებრძოლონ.

პაპასპირუს სახის 93% აქვს დამწვარი.

onalem

ტესტ