fbpx
საბერძნეთი

“ნუ იგრძნობთ თავს დაცულად! ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ივლისსა და აგვისტოში” – ნიკოს ხარდალიას

სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ხარდალიასმა Βήμα-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას აქვს შიში, რომ მოსახლეობა თავს ზედმეტად დაცულად გრძნობს, ვინაიდან ყოველდღე ძალიან ცოტა შემთხვევები გვაქვს.

“ჩვენ ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარისთვის და საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. არ ვიცით, თუ რა მოხდება ივლისსა და აგვისტოში.

რაც ყველაზე მეტად მადარდებს, ეს საკუთარი “ცუდი” მეა. შეიძლება ინფიცირების მცირე შემთხვევათა რაოდენობა, რაც ამ თვეების მანძილზე გამოჩენილი ძალისხმევის და მცდელობების შედეგია, ხალხს თავს ზედმეტად დაცულად აგრძნობინებს. შეიძლება ეს გვაფიქრებინებს, რომ პანდემია უკვე უკან მოვიტოვეთ და რომ ის შეუქცეველია. რომ არ გვჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

თუ გავაგრძელებთ და მივყვებით მითითებებს, რომლებიც ექსპერტებმა მოგვცეს, უკეთესად შევძლებთ გავაკონტროლოთ ნებისმიერი მოსალოდნელი სიტუაცია,” განაცხადა ხარდალიასმა.

როგორც უკვე ცნობილია, ნიკოს ხარდალიასი და სოტირის ციოდრასი ტელევიზიით ყოველდღე აღარ გამოდიან, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე სასაუბროდ. ქვეყანამ პანდემიის პირველ ტალღას სძლია, თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, მოდუნება და ფიქრი, რომ ვირუსი ჩვენს შორის აღარ არსებობს, შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. მითუმეტეს, რომ 15 ივნისიდან და შემდეგ უვკე 1 ივლისიდან საბერძნეთმა ტურისტებს უნდა უმასპინძლოს.

onalem

ტესტ