fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ვგმობთ რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე” – საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების კიდევ ერთ სერიაზე და კატეგორიულად გმობს აღნიშნულს.

“ჩვენ ვგმობთ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

გამოვხატავთ გულწრფელ მხარდაჭერას უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

ჩვენი საელჩოს თანამშრომლები კიევში და გენერალური საკონსულოს თანამშრომლები ოდესაში კარგად არიან,” წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო თავდასხმების სამიზნე უკრაინაში ენერგეტიკული ობიექტები გახდა, ზელენსკი კი, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

“მძიმე დილაა. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული “შაჰიდები”. მათ ორი სამიზნე აქვთ.
ენერგეტიკული ობიექტები – მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიევის რეგიონი და ხმელნიცკის ოლქი, ლვოვი და დნიპრო, ვინიცია, ფრანკივის ოლქი, ზაპორიჟჟია, სუმის რეგიონი, ხარკოვის ოლქი, ჟიტორმირის რეგიონი, კიროვოგრადის რეგიონი, სამხრეთი.
მათ უნდათ პანიკა და ქაოსი, უნდათ გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. ისინი უიმედოები არიან.

მეორე სამიზნე ხალხია. ასეთი დრო და ასეთი სამიზნეები სპეციალურად შეირჩა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოგვაყენონ.
დარჩით დღეს თავშესაფრებში. დაიცავით უსაფრთხოების წესები.

და ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგ” აცხადებს პრეზიდენტი.

onalem

ტესტ