fbpx
საბერძნეთი

სახიფათო კლიმატური ფენომენი საბერძნეთში – კლეარხოს მარუსაკის საგანგებო პროგნოზი

მეტეოროლოგი, კლეარხოს მარუსაკი სახიფათო ფენომენის შესახებ იუწყება, რომელიც საბერძნეთში ხვალიდან აქტიურდება. მისი საგანგები პროგნოზის მიხედვით, საბერძნეთის კონკრეტულ რეგიონებში მოსახლეობას 11 ოქტომბერს სიფრთხილის გამოჩენა დასჭირდება.

კერძოდ, საუბარია იონიის ჩრდილოეთსა და ზოგადად, საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთით კონტინენტურ მასივზე, სადაც მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარიშხალი, რომელსაც შეუძლია პრობლემების შექმნა.

კერძოდ, მარუსაკი აღნიშნავს შემდეგ ტერიტორიებს:

კერკირა, იღუმენიცა, პარგა, პრევეზა, ლეფკადა.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა საღამომდე, ჰაერი კი 16-დან 26 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში მოსალოდნელია ასევე ცვალებადი მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა, ჰაერის ტემპერატურა კი 14-დან 22 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ