fbpx
საბერძნეთი

პოლიციის სპეციალური ოფიცრები ათენის ყველა მეტროსადგურში 2021 წელს – რა იცვლება?!

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, კოსტას კარამანლისმა, სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ ისაუბრა. საუბარია პოლიციის ახალი სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტრანსპორტზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ომონიაზე ΣΤΑΣΥ-ს თანამშრომელი სასტიკად სცემეს და აშკარა გახდა, თუ რამდენად დაუცველია მომსახურე პერსონალი მსგავსი თავდასხმების შემთხვევებში.

აღნიშნული საკითხი კარამანლისმა სამოქალაქო დაცვის მინისტრ, მიხალის ხრისოხოიდისთან ერთად განიხილა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2021 წელს აბსოლუტურად ყველა მეტროსადგურში უსაფრთხოებას პოლიცია გააკონტროლებს.

ორი სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნება ოფიცრების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც არ იქნებიან საჯარო ტრანსპორტში იმისთვის, რომ ბილეთები შეამოწმონ, არამედ იმისთვის, რომ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი კრიმინალი.

 

onalem

ტესტ