fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: საბრძოლო ხომალდის, F-16-ის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა – პილოტმა თვითმფრინავიდან გამოაღწია

საბერძნეთში საბრძოლო თვითმფრინავი, F-16, სრულიად განადგურდა, როდესაც ანდრავიდას აეროპორტში დაშვებას ახორციელებდა.

ირკვევა, რომ ხომალდის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა და მისი უსაფრთხოდ დასმა შეუძლებელი იყო. გამოცდილმა პილოტმა, საბედნიეროდ, ცეცხლმოდებული თვითმფრინავიდან გადმოსვლა მოახერხა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, F-16 საწვრთნელი ფრენის შემდეგ ბაზაზე ბრუნდებოდა და ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა.

საბერძნეთის პრეზიდენტი, ეკატერინი საკელაროპულუ დაუყოვნებლივ დაუკავშირდა თავდაცვის მინისტრს, ნიკოს პანაიოტოპულოს, რათა შემთხვევის დეტალები შეეტყო.

პილოტი უსაფრთხოების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მომხდარზე კი მიმდინარეობს გამოძიება, ზუსტი მიზეზების დასადგენად.

onalem

ტესტ