fbpx
საბერძნეთი

სკანდალი ათენში: დააკავეს 3 ბერძენი, რომელიც 25.000 ევროს სანაცვლოდ პილოტებზე ყალბ დიპლომებს გასცემდა

ბერძნული მედია სკანდალური ამბის შესახებ იუწყება, რომელიც ათენში “გასკდა”. სპეციალური ოპერაციის ფარგლებში დააკავეს რამდენიმე პირი, პოტენციური პილოტებისთვის ყალბი დიპლომების გაცემის ბრალდებით. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ თეორული გამოცდების ჩაბარებისას ისინი სწორ პასუხებს თავად კარნახობდნენ, სპეციალური ლექსიკის მეშვეობით – აღნიშნული “მომსახურების” საფასური 7,800 ევრო იყო, ხოლო მათ, ვისაც გამოცდების თავიდან აცილება უნდოდათ, 25.000 ევროს იხდიდნენ დიპლომის მისაღებად.

საქმეზე დაკავებულია სამი ბერძენი: 70, 43 და  69 წლის, ასევე კიდევ ორი პოტენციური პილოტი. ამ ადამიანების გარდა, საქმეში ფიგურირებს კიდევ სამი პირის სახელი და გვარი, თუმცა, მათი ზუსტი ბრალეულობა უცნობია.

მათ წინააღმდეგ, ისევე როგორც თავად ამ პოტენციური პილოტების წინააღმდეგ, რომელთა რაოდენობაც მინიმუმ 15-ია, საქმე აღიძრა. გამოდის, რომ თუ ამ დანაშაულის შესახებ არ გახმაურდებოდა, შესაძლოა თვითმფრინავებში ემუშავა 15 პილოტს, რომლის კვალიფიკაციაც რეალურად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ სპეციალური გამოცდები გავლილი. აღნიშნული გამოცდები არც თუ ისე მარტივია, ვინაიდან ისინი ამხელა თანხებს იხდნენ ამ პროცესის თავიდან ასარიდებლად.

დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ამ გზით იანვრიდან მაისის ჩათვლით მინიმუმ 5 დიპლომი გასცა, ხოლო 2022 წელს მსგავსი 10 დიპლომი.

onalem

ტესტ