fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ცოლ-ქმარმა ჯადოს მოხსნის დაპირებით ქალს 120.000 ევრო გამოსძალა

ლარისას სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა პენსიაზე გასული მასწავლებელი, რომელსაც საკუთარ მეუღლესთან ერთად, თაღლითური გზით, ქალისთვის 120.000 ევროს გამოძალვა ედება ბრალად.

როგორც ირკვევა, ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და საერთო ჯამში, ეტაპობრივად წყვილმა 120.000 ევროს გამოძალვა მოახერხა. ყოფილი მასწავლებელი დაუახლოვდა ქალს, რომელსაც მეუღლესთან პრობლემები ჰქონდა და უთხრა, რომ გააცნობდა განსაკუთრებული ძალების მქონე ადამიანს, მამაკაცს, რომელიც წმინდა პაისი მთაწმინდელის “კურთხევით” ხსნიდა ჯადოს და წმენდდა ნეგატიური ენერგიისგან.

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ქალმა ეს ყველაფერი დაიჯერა, მამაკაცი კი, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული ძალების მატარებლად ასაღებდა თავს, აცხადებდა, რომ გერმანიაში ბიზნესმენი იყო. რეალურად ის ყოფილი მზარეულია, რომელიც 1990-იან წლებში ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს.

წყვილი ეტაპობრივად, სხვადასხვა შეთხზული ისტორიებით ახერხებდა, რომ ქალისგან მიეთვისებინა როგორც ნაღდი ფული, ასევე, ძვირფასი სამკაულები, სანაცვლოდ კი, ჯადოს მოხსნასა და ქმართან ურთიერთობის დალაგებას ჰპირდებოდა. საბოლოოდ, ფინანსურმა დანაკარგმა 120.000 ევროს გადააჭარბა. როდესაც ქალი მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში არაფერი იცვლებოდა და მხოლოდ ქონებას კარგავდა, პოლიციას მიმართა.

თაღლითი მასწავლებელი დამნაშავედ სცნეს და სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

onalem

ტესტ