fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც ახალშობილი გადაჰყავდა, საბურავი მოსძვრა

წარმოუდგენელი შემთხვევა, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, კრეტაზე მოხდა. როგორც ირკვევა, სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც მართვით სუნთქვაზე შეერთებლი ახალშობილი გადაჰყავდა, გზაში საბურავი მოსძვრა. ეს იყო გადაუდებელი შემთხვევა, ბავშვი კი, აგიოს ნიკოლაოსიდან ირაკლიოში უნდა გადაეყვანათ.

მედიის ინფორმაციით, ექიმებმა ბავშვის მდგომარეობა შეაფასეს როგორც ძალიან მძიმე და დაუყოვნებლივ საჭირო გახდა მისი გადაყვანა. სასწრაფო დახმარების მანქანა ტარმაროს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც საბურავი გასძვრა. საბედნიეროდ, გამოცდილმა მძღოლმა სწრაფად მოახდინა რეაგირება და გააჩერა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ΕΚΑΒ-ის მანქანა არაგამართულ მდგომარეობაში მუშაობს და დახმარების ნაცვლად, საფრთხეს უქმნის როგორც პერსონალის, ასევე პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

onalem

ტესტ