fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 3 მაისს Market Pass-ის თანხები კვლავ ჩაირიცხება – ბოლო დახმარება მომდევნო სამ თვეში

საბერძნეთში Market Pass-ის შემდეგი ნაწილის გადახდა ახლოვდება. მოსახლეობა სუპერმარკეტისთვის განკუთვნილ თანხას შემდეგ ჯერზე საკუთარ ანგარიშებზე მიიღებს 2023 წლის 3 მაისს. ვისაც არჩეული აქვს ციფრული ბარათის ვერსია, თანხას კიდევ სამჯერ მიიღებენ, 3 მაისს, 3 ივნისსა და 3 ივლისს, თითოეული თვისთვის შესაბამის რაოდენობას.

ვისაც არჩეული აქვს, რომ თანხა საბანკო ანგარიშზე დაერიცხოს, კუთვნილ ფულს მიიღებს 3 მაისს და განსაზღვრული იქნება მაისის, ივნისისა და ივლისისთვის. ციფრული ბარათის არჩევის შემთხვევაში მიღებული თანხით გადახდის განხორციელება შესაძლებელია 31 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ ბარათი უქმდება.

აღნიშნული თანხის გამოყენება შესაძლებელია სუპერმარკეტებში, საცხობებში, საკონდიტროებში, სურსათის მაღაზიებში, ხორცის მაღაზიებში და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის დასახმარებლად აღნიშნული ზომა საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ წლის დასაწყისში მიიღო და მოქმედებს 6 თვის მანძილზე, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით.

 

 

onalem

ტესტ