fbpx
საზოგადოება

“ყოველდღე 5 მილიონ ევროს ვშოულობდი, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი” – ნიკოს კოკლონის

ნიკოს კოკლონი გადაცემაში, Louis Night Show, იყო მიწვეული, სადაც თავის კარიერულ წარმატებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ფინანსური კეთილდღეობა ყოველთვის არ არის ბედნიერების გარანტორი.

“შემიძლია მეგობრებთან ერთად ერთი სენდვიჩით სანაპიროზე დავჯდე და დრო ძალიან ბედნიერად გავატარო. ასევე შემიძლია, რომ წავიდე საუკეთესო რესტორანში ან კლუბში. იყო პერიოდი, როდესაც დღეში 5 მილიონ ევროს ვშოულობდი, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი. დღევანდელი ნიკო მაშინდელზე უკეთესია, მინდა ვთქვა, რომ ახლა გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს, ვიდრე მაშინ,” თქვა კოკლონიმ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ ცნობილ პროდიუსერსა და ტელეწამყვანს ბრალად სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვას და ფულის გათეთრებას სდებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მის ანგარიშებს გადაღა მოეხსნა, რადგან ბრალდებებთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

თავად ტელეწამყვანი კატეგორიულად უარყოფდა ყველაფერს და განაცხადა, რომ საკუთარ 600 თანამშრომელს არასოდეს დატოვებდა სამსახურების გარეშე.

onalem

ტესტ