fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: კალავრიტაზე ზვავთან “ბრძოლას” ცდილობენ – მოწვეულია ავსტრიელი ექსპერტი

როგორც უკვე ცნობილია, კალავრიტაზე ერთი მილიონი ტონა ზვავი ჩამოწვა, რამაც სათხილამურო კურორტზე პრობლემები გამოიწვია. დაზიანებულია ტექნიკა და მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე იქაურობა სტუმრებს ვერ უმასპინძლებს. ამასთანავე, მოწვეულია ავსტრიელი ექსპერტი, რომელიც აღნიშნულ პრობლემაზე იმუშავებს.

არსებობს ვარაუდი, რომ ამას მოჰყვება შემდეგი ზვავიც, რომელიც შესაძლოა უფრო საშიში იყოს. მომდევრო ორი თვის მანძილზე იქაურობა დაკეტილი დარჩება და ასევე უცნობია, თუ როდის შეძლებს კურორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობის განახლებას.

ავსტრიელი ექსპერტისგან ელიან კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ შეებრძოლონ მილიონ ტონა თოვლს, რომელიც კალავრიტას ერთბაშად დაატყდა თავს.

onalem

ტესტ