fbpx
საბერძნეთი

თოვა ატიკის რეგიონში: პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილებისგან თავი შეიკავოს

კლიმატურმა ფენომენმა, “ფილიპოს”, ნალექის გამოიწვია ატიკის ჩრდილოეთით, როგორც ამას სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ.

თოვა ფიქსირდება მენიდის, ფილის, მარუსის, ანო ლიოსიას, მალაკასას, კერატეას ტერიტორიებზე.

ტემპერატურაც საკმაოდ არის დაცემული, დღეს ათენის ცენტრში ჰაერი მაქსიმუმ 5 გრადუსამდე გათბება.

პენდელისა და ფილის ტერიტორიებზე დაკეტილია გზები, პოლიცია მოუწოდებს ატიკის ჩრდილოეთით მცხოვრებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ არააუცილებელი გადაადგილებისგან, თუ მათ მახლობლად თოვლია.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, კლიმატური ფენომენი კვირამდე იქნება აქტიური.

 

onalem

ტესტ