fbpx
საბერძნეთი

“ვურტყამთ, რომ ვაჩვენოთ, ვინ არის აქ მთავარი” – თესალონიკში ხულიგანთა დაჯგუფების წევრები

თესალონიკში ტელეკომპანია ΕΡΤ-მა ექსკლუზიური სიუჟეტი მოამზადა. კამერასთან ანონიმურად ისაუბრეს გუნდების ფანატიკურ გულშემატკივართა დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც ხმამაღლა ამბობენ, რომ ეს დაპირისპირება არასოდეს დასრულდება.

“თუ ვხედავთ, რომ ერთი ადამიანია, ყველაზე ბევრი ორნი ან სამნი მივდივართ. თუ მეგობარ გოგოსთან ერთად არის, გამორიცხულია, რომ მივიდეთ. თუ ბევრნი არიან, ყველა ერთად მივდივართ და ვურტყამთ ყველგან. ვიზიტი ტელეფონით ინიშნება: “ამდენი ადამიანი, ამ ადგილას და ამ საათზე.”

თუ დავინახავ ადამიანს, რომელსაც მოწინააღმდეგე გუნდის მაისური აცვია, მივდივარ, რომ წავართვა და თუ იუარებს, იძულებული ვარ, დავარტყა. თუ თავისით არ გაიხდის, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავხადო. გამორიცხულია, რომ იქიდან მაისურით წავიდეს და ეს არის კანონი. შეიძლება შეცდომაა, მაგრამ ასეა.”

onalem

ტესტ