fbpx
საბერძნეთი

ცვლილებები 7 თებერვლიდან! ვაქცინაციის ევროპული სერთიფიკატით და ტესტის გარეშე შემოსვლა საბერძნეთში

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ორშაბათიდან ქვეყანაში საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ცვლილებებია მოსალოდნელი.

კერძოდ, მისი განმარტებით, 7 თებერვლიდან საბერძნეთში შემოსვლისას ტესტის უარყოფითი პასუხის ქონის ვალდებულება იხსნება მათთვის, ვინც ვაქცინაციის ევროპულ სერთიფიკატს ფლობს, რომელიც ძალაშია (მისი მოქმედების ვადაა აღებიდან 9 თვე).

რაც შეეხება საბერძნეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლას, ამ დროისთვის საქართველო კვლავ იმ ქვეყნების სიაში რჩება, რომელთანაც საბერძნეთს ტურისტული მიმოსვლა არ აქვს გახსნილი, შესაბამისად, სამ თვიანი უვიზო რეჟიმის ფარგლებში მოგზაურობა არ არის დაშვებული.

საბერძნეთში შემოსვლა პირდაპირი გზით შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც ორმაგი მოქალაქეა ან აქვს ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა. გამომგზავრებამდე კვლავ სავალდებულო რჩება PLF ფორმის შევსება.

onalem

ტესტ