fbpx
საბერძნეთი

შაბათ-კვირას ამინდი უმჯობესდება – სადამდე აიწევს ტემპერატურა ხვალ?

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთში ამინდი უმჯობესდება და წინა პერიოდთან შედარებით, ტემპერატურაც მოიმატებს.

ატიკის რეგიონში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა შუადღიდან ცვალებადი მოღრუბლულობა დაფიქსირდეს, ათენის ცენტრში ჰაერი 14 გრადუსამდე აიწევს.

რაც შეეხება თესალონიკს, სინოპტიკოსები ატიკის მსგავს ამინდს პროგნოზირებენ, მხოლოდ ჰაერის ტემპერატურა აქ 2-დან 11 გრადუსამდე იმერყევებს.

მაკედონიასა და თრაკიში ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება.

იონიის კუნძულებზე, იპიროში, დასავლეთ სტერეასა და დასავლეთ პელოპონისოში მოსალოდნელია 16 გრადუსი.

რაც შეეხება კიკლადესის კუნძულებსა და კრეტას, ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსამდე აიწევს.

onalem

ტესტ