fbpx
საბერძნეთიტერორიზმი

შეშფოთება საბერძნეთში ჯიჰადისტი ქალების სავარაუდო ყოფნის შესახებ

Τα Νέα-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბერძნულ სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ ინფორმაცია, ქვეყანაში ჯიჰადისტების სავარაუდო არსებობის შესახებ.

კერძოდ, საუბარია ჯიჰადისტ ქალებზე, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბერძნებზეც კი. საბერძნეთთან ერთად სხვა ქვეყნებიც აწარმოებენ გამოძიებას იმის გასარკვევად, ნამდვილად არსებობენ თუარა საბერძნეთში “თალიბანთა პატარძლები”, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ. რაც შეეხება ბერძენ ქალებს, წყაროების ცნობით, საუბარია მათზე, ვისაც სურთ, რომ გახდნენ ისლამური სახელმწიფოს წევრები ანუ “პატარძლები”, ცხადია, თანხის გადახდის სანაცვლოდ.

გამოძიება მნიშვნელოვნად გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ათენის ცენტრში ერაყელი 34 წლის მამაკაცი დააკავეს. ის ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო და წარსულში ტერორისტულ მოქმედებებში მონაწილეობდა.

კონტრტერორისტული ორგანო ვარაუდობს, რომ საბერძნეთში შეიძლება არსებობდეს თალიბანთა ანკლავები, ზოგიერთი მათგანი ექსტრემისტი ტერორისტიც კი, რომელთაც საზღვარი გასულ წლებში ლტოლვილთა ნაკადთან ერთად გადმოკვეთეს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, არსებობს საჩივრები და ინფორმაცია, რომლებიც ხელისუფლებას ანონიმურად მიეწოდა, თუმცა, აღნიშნავენ, რომ უპრეცენდენტო იქნება ისეთი ბერძენი ქალების პოვნა, რომლებიც დაქირავებულნი არიან ისლამისტების მიერ.

onalem

ტესტ