fbpx
საბერძნეთი

რამდენიმე წუთის წინ ირაკლიოს წყლებში თვითმფრინავი ჩამოვარდა

რამდენიმე წუთის წინ ირაკლიოს სანაპირო დაცვის განყოფილებაში განგაში გამოცხადდა, ვინაიდან ზღვაში ერთძრავიანი თვითმფრინავი ჩავარდა. ინციდენტი კაკო ოროს მახლობლად მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, ერთძრავიანი ხომალდის ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც გადარჩა.

გადარჩენილები ამ დროისთვის თვითმფრინავის ნამსხვრევებს ეჭიდებიან, თუმცა, ხომალდი იძირება და დაუყოვნებლივ გაიგზავნა სამაშველო სამსახური, მათი წყლიდან ამოსაყვანად.

ადგილზე მობილიზებულია საბერძნეთის პოლიციაც.

onalem

ტესტ