fbpx
საბერძნეთი

კადრები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს ირაკლიოში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან. როგორც ირკვევა, სამწუხაროდ, ერთ-ერთმა მამაკაცმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.

ერთძრავიანი ხომალდის ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, 26 წლის სამხრეთ აფრიკელი და 68 წლის ინდონეზიელი მამაკაცები. თვითმფრინავი ნიკოს კაზანძანაკის აეროპორტიდან გაფრინდა და ეგვიპტისკენ მიემართებოდა, როდესაც გარკვეული ტექნიკური პრობლემა შეექნათ, უეცრად ხომალდმა ვარდნა დაიწყო და წყალში ჩავარდა.

როგორც 26 წლის მამაკაცმა განაცხადა, 68 წლის ინდონეზიელმა გარდაცვალებამდე უთხრა, რომ მკერდის არეში ძლიერ ტკივილს გრძნობდა, წყლიდან ამოყვანისა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი, სამწუხაროდ, მისი სიკვდილი დადასტურდა.

onalem

ტესტ