fbpx
საბერძნეთი

“ოქროს ვიზა” საბერძნეთში – ჩრდილოეთით და სამხრეთით 500.000 ევრო, ხოლო აღმოსავლეთითა და დასავლეთით 250.000 ევროიანი ლიმიტი

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში არსებობს “ოქროს ვიზის” პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ ქონების შეძენის შედეგად აიღონ საბერძნეთის ბინადრობის ნებართვა. განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრის მოადგილემ, ნიკოს პაპათანასიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომდევნო კვირიდან პარლამენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებებს განიხილავს.

კერძოდ, ეს ყველაფერი ეხება ლიმიტის გაზრდას, ვინაიდან როგორც უკვე ცნობილია, თანხის რაოდენობა 250.000-იდან 500.000 ევრომდე იზრდება. მიუხედავად ამისა, ცვლილება არ შეეხება მთელ საბერძნეთს და ლიმიტის რაოდენობა დაიყოფა უბნებისა და რეგიონების მიხედვით.

მაგალითად, ატიკის რეგიონის დასავლეთითა და აღმოსავლეთით მდებარე უბნები კვლავ 250.000 ევროს ლიმიტზე დარჩებიან, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ გარეუბნებში 500.000 ევროს ღირებულების ქონება უნდა შეიძინოთ, თუ გსურთ, რომ საბერძნეთის ბინადრობის ნებართვა მიიღოთ. 250.000 ევროიანი ლიმიტი ექნება პირეასაც.

ამას გარდა, დაიშვება, რომ ფიზიკურმა პირმა შეიძინოს ორი ბინა, 250.000 ევროს ღირებულების, რომ მიაღწიოს 500.000 ევროს ლიმიტს, ბინადრობის ნებართვის ასაღებად, თუმცა, ეს ბინები უნდა მდებარეობდნენ ერთსა და იმავე კორპუსში.

ცვლილებები პროგრამასთან დაკავშირებით 2023 წლიდან ამოქმედდება, მანამდე კი, მოგვარდება ყველა საჭირო ფორმალური პროცედურა.

onalem

ტესტ