fbpx
საბერძნეთი

დაპირისპირება ათენის ცენტრში – პარლამენტის წინ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის ცენტრში, პარლამენტის წინ, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მასწავლებლები და პროფესორები აქციას პროპილეაზე მართავდნენ, შემდეგ კი, პარლამენეტის წინ გადაინაცვლეს, სადაც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათ შესაჩერებლად სინდაღმაზე ΜΑΤ-ის ოფიცრები მობილიზდნენ, რის გამოც სიტუაცია დაიძაბა და ორი მხარე ერთმანეთს დაუპირისპირდა. პოლიცია იძულებული გახდა, მათ დასაშლელად, ქიმიკატები გამოეყენებინა.

იხილეთ ვითარება:

დემონსტრანტები ითხოვენ განათლების სფეროში მეტი დაფინანსების ჩადებას, ახლადდანიშნული მასწავლებლების სტაბილურად შენარჩუნებას სამუშაო პოზიციებზე და მათი ხელფასების გაზრდას.

 

onalem

ტესტ