fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 10 იანვარს, საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს საგანგები შეხვედრა დაიგეგმა – შესაძლოა კოვიდ-აკრძალვები დაბრუნდეს?!

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც კოვიდის გავრცელებას ეხება. როგორც ირკვევა, ხვალისთვის დაგეგმილია სპეციალური საბჭო და ასევე, გაიმართება ჩართვა ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ადონის გეორგიადის და სამინისტროს სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით.

როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ კოვიდის გავრცელება, არამედ ამას თან ახლავს სხვა ვირუსებიც, რომლებიც ერთგვარ “კოქტეილს” ქმნიან და საფრთხეში აგდებენ მოწყვლადი ჯგუფების ჯანმრთელობას.

“კორონავირუსის ტალღა პიკს უახლოვდება, სწორედ მიმდინარე თვეში, იანვარში ველით, რომ პიკში შევიდეს. ამას ემატება სხვა ვირუსებიც, მათ შორის გრიპის ვირუსი. კოვიდით ინფიცირებულთაგან უკვე ფიქსირდება საკმაო ზეწოლა საავადმყოფოებზე, ამიტომ საჭიროა სპეციალური საბჭოს და შეხვედრის დაგეგმვა, რათა განვიხილოთ ეს საკითხი,” ამბობენ ექსპერტთა საბჭოს წევრები.

ამ დროისთვის არ მოქმედებს რაიმე აკრძალვები და შეზღუდვები, მხოლოდ მკაცრი რეკომენდაცია, რომ მოსახლეობამ თავდაცვის ზომებს მიმართოს, ატაროს პირბადე და მიმართოს ვაქცინაციას, თუმცა, ხვალ გახდება ცნობილი, საჭიროა იქნება თუ არა რომ კვლავ დაბრუნდეს რაიმე სახის შეზღუდვები.

onalem

ტესტ