fbpx
საზოგადოება

ამბავი, რომელმაც საზოგადოება შეძრა: ფეხმძიმე 41 წლის ქალი მოკლული იპოვეს – მთავარი ეჭვმიტანილი მისი პარტნიორია

საზოგადოებას კარგად ახსოვს 41 წლის გეორგიას გაუჩინარების შესახებ, რომელიც სამი თვის ფეხმძიმე იყო. საბოლოოდ, ქალი სასტიკად მოკლული იპოვეს, მთავარი ეჭვმიტანილები კი მისი პარტნიორი და მეგობარი არიან.

გამოძიების ინფორმაციით, ორი მამაკაცი თავს ძარცვის მიზნით დაესხა თავს და მოკლა, თუმცა, ორივე მათგანს მომხდარის განსხვავებული ვერსია აქვს.

39 წლის მამაკაცი, რომელიც გეორგიას პარტნიორი იყო, უარყოფს მკვლელობაში მონაწილეობას და აცხადებს, რომ მხოლოდ ქალის სახლში წაყვანა და გარკვეული თანხის აღება სურდათ, ხოლო მისი მეგობარი ამბობს, რომ გეორგიას გაძარცვა უნდოდათ და შემოაკვდათ, როდესაც წინააღმდეგობა გაუწია.

შემთხვევის ადგილას ნაპოვნია თითის ანაბეჭდები, რომლებიც მამაკაცებისას ემთხვევა. 41 წლის გეორგია მას შემდეგ გაქრა, რაც 23:00 საათზე თავისი პარტნიორი მამაკაცის სახლში მივიდა, სწორედ მაშინ დაესხა თავს ორი მამაკაცი.

წარმოუდგენელია, მაგრამ ფეხმძიმე ქალს ხელები ხელბორკილები დაუბეს, სანამ მოკლავდნენ, პირი კი ლენტით შეუკრეს. გეორგიას მამაკაცებმა მიაყენეს ჭრილობები ბლაგვი საგნით, შემდეგ კი, ცხედარი ჩემოდნით გადაიტანეს ხალკიდიკის კონკრეტულ ტერიტორიაზე, სადაც გადააგდეს.

ბრალდებულები დანაშაულის ადგილას დაბრუნების შემდეგ მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდნენ, გადაყარეს ნივთები და ა.შ. ამას გარდა, გეორგიას საფულეში არსებული 80 ევროც ამოიღეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

 

onalem

ტესტ