fbpx
საბერძნეთი

თეთრად შემოსილი ლარისა – სინოპტიკოსები თოვლს ატიკის რეგიონშიც არ გამორიცხავენ

დღეიდან საბერძნეთში ცივი ჰაერის მასები შემოიჭრა და უკვე გამოიწვია ტემპერატურის ვარდნა და ნალექის მოსვლა, თოვლის სახით, ზოგიერთ რეგიონში. თეთრად არის შემოსილი ლარისა და აღნიშნული ტერიტორიიდან ვრცელდება შთამბეჭდავი კადრები.

უკვე რამდენიმე საათია თოვს ელასონაში, ლივადიში და ტემპერატურა 1 გრადუსამდეა დაცემული. თეთრად არის შემოსილი პარაპოტამოც, რომელიც ლარისადან რამდენიმე კილომეტრშია.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები თოვას არ გამორიცხავენ არც ატიკის რეგიონში, ჩრდილოეთით მდებარე უბნებში.~

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ