fbpx
საბერძნეთი

2024 წლის ოფიციალურად უქმე დღეები საბერძნეთში – როდის უნდა დაისვენოთ სამსახურიდან და როგორ ანაზღაურდება კვირა დღეს მუშაობა?!

ვინაიდან საბერძნეთში სადღესასწაულო პერიოდმა ჩაიარა და იანვრის თვეში ოფიციალურად უქმე დღეები აღარ გვაქვს, გაგაცნობთ იმ დღეებს, რომელთა ფარგლებშიც სამსახურიდან უნდა დაისვენოთ, რადგან ეს კანონით გეკუთვნით.

უქმეები შემდეგ ჯერზე მოდის მარტის თვეში:

სუფთა ორშაბათი, 18 მარტი და ასევე 25 მარტი.

მაისში ოფიციალურად უქმე დღეებია 1 მაისი, ასევე, 5 მაისი და 6 მაისი.

15 აგვისტო

28 ოქტომბერი

და კვლავ 25 და 26 დეკემბერი.

ასევე, როგორც შრომის სამინისტრო იუწყება, კვირაობით მომუშავე ადამიანების ანაზღაურების მეთოდიც შეიცვლება, რადგან 6-დღიანი სამუშაო ჩარჩო ფართოვდება.

კერძოდ, თანამშრომელი, რომელსაც სამსახურში გამოიძახებენ მე-6 დღეს და ეს დღე კვირა ან ოფიციალურად უქმე დღეა, მიიღებს არა ჩვეულებრივ განსაზღვრულ დღის ხელფასს, არამედ ამ რაოდენობაზე კიდევ 75%-იან მატებას.

აქედან გამომდინარე ხელფასებზე ზრდას შენიშნავენ ისეთ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნებართვა გაიხსნან და იმუშაონ კვირა დღესაც.

onalem

ტესტ