fbpx
საბერძნეთი

დღეს საპროტესტო აქციები ათენის ცენტრში და გართულებული გადაადგილება გაფიცვის გამო

დღეს, 6 აპრილს, ათენის მოსახლეობისთვის განსაკუთრებით რთულია გადაადგილება, რადგან საჯარო ტრანსპორტის უმეტესი ნაწილი გაფიცვას აცხადებს და პარალელურად, გადაკეტილი იქნება ათენის ცენტრი.

11:00 საათიდან მოსალოდნელია, რომ საპროტესტო აქციები გაიმართოს ცენტრალურ მოედნებზე, სინდაღმასა და კლავთმონოზე, რაც ნიშნავს, რომ გადაადგილება არ იქნება შესაძლებელი არც ავტომობილებით და არც ავტობუსებით.

ავტობუსები მუშაობენ 09:00-დან 21:00 საათამდე, თუმცა, მარშრუტებს იმის მიხედვით აირჩევენ, რის საშუალებასაც საგზაო პოლიცია მისცემთ, ვინაიდან ცენტრალური გზები აქციების დროს გადაიკეტება.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის საჯარო მოხელეთა კონფედერაციები ხელფასების გაზრდას ითხოვენ და მომატებულ ფასებს აპროტესტებენ. ამას გარდა, უნდათ დააფიქსირონ საკუთარი აზრი, რომ საბერძნეთი უკრაინა-რუსეთის ომში არანაირი გზით არ უნდა ჩაებას, რაც ნიშნავს, რომ არ ემხრობიან მთავრობის პოზიციას.

onalem

ტესტ