fbpx
საბერძნეთი

ხვალ ათენი საჯარო ტრანსპორტის გარეშე – როგორ შევძლებთ გადაადგილებას?

როგორც უკვე ცნობილია, ხვალ, 6 აპრილს, ათენში საჯარო ტრანსპორტის უმეტესობა არ იმუშავებს.

24 საათიან გაფიცვას აცხადებენ მეტროს სამივე ხაზის, ტრამვაის და ტროლეიბუსების თანამშრომლები, რეისებს არ შეასრულებენ არც გემები.

იმუშავებენ მხოლოდ და მხოლოდ ავტობუსები, მაგრამ 09:00 საათიდან 21:00 საათამდე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ სახეობის ტრანსპორტით სარგებლობა აღნიშნულ საათებში. ამასთანავე, იმუშავებენ ტაქსებიც.

6 აპრილის გაფიცვა არ ეხება საჰაერო გადაადგილებას და ხვალ ფრენები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე გადაადგილება დილის საათებიდან გართულებული იქნება, ვინაიდან საბერძნეთის საჯარო მოხელეთა და მშრომელთა გენერალური კონფედერაციები საპროტესტო აქციას გამართავენ 11:00 საათიდან. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ და ფასების გაზრდას აპროტესტებენ.

onalem

ტესტ