fbpx
საბერძნეთი

ხანძარი თესალონიკის პაპანიკოლაუს სახელობის საავადმყოფოში – ნაპოვნია ერთი გარდაცვლილი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ამ წუთისთვის თესალონიკში, პაპანიკოლაუს სახელობის საავადმყოფოში ხანძარია.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი კოვიდ-განყოფილებაში გაჩნდა და სამწუხაროდ, ნაპოვნია ერთი გარდაცვლილი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის მინიმუმ 30 თანამშრომელი და ცდილობენ, რომ პაციენტები საავადმყოფოდან გამოიყვანონ.

ხელმძღვანელობამ ზუსტად არ იცის მომხდარის მიზეზი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ხანძარი პაციენტმა გააჩინა.

ვინაიდან საავადმყოფოს შენობა 1980 წლით თარიღდება, არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ უსაფრთხოება შეინარჩუნოს ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში.

მედიის ცნობით, ხანძრის კერა ნაპოვნია და მისი გავრცელების არეალი არ არის დიდი.

onalem

ტესტ