fbpx
კრიმინალი

სიმღერა, რომლის ჩაწერაც 3.000 ევრო ღირდა და დაკრძალვის თანხის აგროვების დროს შეძენილი მოტოციკლი – უცნაური გარემოებები მანო დასკალაკისთან დაკავშირებით

როგორც უკვე ცნობილია, რულა პისპირიგუს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მისი მეუღლე, მანო დასკალაკი კი, თავისუფალია. რულა და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი უსამართლობაა, რულა დასკალაკისთან კონტაქტს ცდილობს, ხოლო მამაკაცი მის ზარებს არ პასუხობს.

ვრცელდება ინფორმაცია გარკვეული დეტალების შესახებ, რომლებიც ძირითადად მანო დასკალაკის და 69 წლის ქალბატონს ეხებათ და აჩენს ძალიან ბევრ კითხვას. არსებობს კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ მანო დასკალაკი 69 წლის ევგენია კუტრას გარდაცვალებიდან 3 თვეში მის სახლში მღერის. ისიც აღსანიშნავია, რომ მან სტუდიაში ჩაწერა სიმღერა, რაც 3.000 ევრო დაუჯდა და აღნიშნული თანხა მას, სამსახურიდან გამომდინარე, ვერ ექნებოდა.

ზოგადად, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც კუტრა გარდაიცვალა, დასკალაკი-პისპირიგუს წყვილის ცხოვრების ხარისხი “ამაღლდა”. მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას არ შეესაბამებოდა მათი ცხოვრების სტილი. გამოძიების ყურადღების ქვეშ მოექცა მანო დასკალაკის მოტოციკლი, რომელზეც აქცენტი ადრე თანასის კატერინოპულომაც (ყოფილმა პოლიციელმა) გააკეთა. ეს მოტოციკლი საკმაოდ ძვირადღირებულია და რაც ყველაზე მთავარია, შეძენილია სწორედ იმ დროს, როდესაც ერთ-ერთი გოგონას დაკრძალვისთვის თანხის აგროვება მოხდა საზოგადოებისგან.

69 წლის ევგენია კუტრას გარადაცვალების მიზეზად მითითებულია სიმსივნე, თუმცა, მის გარემოცვაში არავინ იცოდა, რომ ქალი სიმსივნით იყო დაავადებული, ცნობილი იყო მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჰქონდა პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ