fbpx
კრიმინალი

“მამამისიც მან მოკლა და გიორგოს ქსილურისიც” – კრეტული ვენდეტას სხვაგვარი ვერსია

კრეტაზე მომხდარი დანაშაულის ირგვლივ სხვა ვერსიები გაჩნდა. 30 წლის გიორგოს ქსილურისის მამა აცხადებს, რომ მის ვაჟს 62 წლის ლეფტერის კალომირისი არ მოუკლავს, რადგან მას ხელში იარაღი არ სჭერია, არამედ საკუთარი მამაც და ქსილურისიც მანოლის კალომირისმა მოკლა.

ამ ვერსიას სრულიად გამორიცხავს დაკავებული ახალგაზრდის ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ იარაღი, რომელიც ქსილურისის ოჯახმა პოლიციას გადასცა არ არის მკვლელობის იარაღი და ის შეცვალეს. ასევე, ვიღაცამ “გაწმინდა” და “შეალამაზა” მკვლელობის ადგილი მანამდე, ვიდრე იქ საგამოძიებო ჯგუფი მივიდა.

ამ დროისთვის პოლიცია არკვევს იმას, თუ ვისი იარაღიდან არის ნასროლი ტყვია, რომელიც ლეფტერის კალომირისს მკერდში მოხვდა.
უდაოა მხოლოდ ის ფაქტი, რომ მანოლის კალომირისმა ქსილურისს ესროლა, მაგრამ ახლა მას საკუთარი მამის მკვლელობაში ქსილურისის ოჯახი სდებს ბრალს. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ვინ ესროლა 62 წლის მამაკაცს, საკუთარმა შვილმა, თუ მეზობელმა, გიორგოს ქსილურისმა.

თავად ბრალდებული აცხადებს, რომ მამა მიწაზე დაგდებული, ღია ჭრილობით ნახა და ქსილურისს გამწარებულმა ამის შემდეგ დაუწყო სროლა.

შეგახსენებთ, რომ მანოლის კალომირისი პოლიციას თავად ჩაბარდა. მის მიერ გასროლილი ტყვია შემთხვევით მოხვდა ასევე ადგილზე მყოფ სხვა მამაკაცს, რაც ბრალს უმძიმებს.

მისი ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ქსილურისის იარაღი ადგილიდან მიმალეს და ოჯახმა პოლიციას შემდეგ სხვა იარაღი გადასცა. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ