fbpx
საბერძნეთი

ამინდის ცვლილება დღეს საღამოდან საბერძნეთში – სად იწვიმებს?!

დღეს საკმაოდ მაღალი ტემპერატურა და მზიანი ამინდი ფიქსირდება, თუმცა, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს საღამოდან მოსალოდენლია წვიმა და ძლიერი ქარი საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში.

კერძოდ, ქვეყნის სამხრეთიდან მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების შემოჭრა, რაც ხვალამდე, 7 მაისამდე შენარჩუნდება. ტემპერატურა 6 გრადუსით დაეცემა, ქარი კი 6 ბალამდე გაძლიერდა.

კერძოდ, 6 აპრილის საღამოდან 7 აპრილის ჩათვლით, პერიოდული წვიმები და ქარი მოსალოდნელია:

მაკედონიასა და თრაკიში, შემდეგ გავრცელდება თესალიასა და ეპირუსში, ხოლო მოგვიანებით ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე.

ხუთშაბათს დილით ასევე იწვიმებს პელოპონისოში, შუადღეს კი ფენომენი კრეტამდე გავრცელდება.

ათენში დღეს უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი და ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ხვალ უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი მაქსიმუმ 20 გრადუსამდე აიწევს.

თესალონიკში დღეს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა საღამოს საათებში, ტემპერატურა 13-დან 23 გრადუსამდე იმერყევებს. ხვალისთვის ნავარაუდევია ღრუბლიანობა, ჰაერი კი 11-დან 21 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ