fbpx
საბერძნეთი

15:00 საათზე მასშტაბური აქცია – ათენის ცენტრი იკეტება, არ იმოძრავებს საჯარო ტრანსპორტი

დღეს “პოლიტეხნიოს” დღესთან დაკავშირებით ნელ-ნელა იკეტება ათენის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი, მობილიზებულია პოლიციის დიდი რაოდენობა და დედაქალაქის ცენტრში გადაადგილება შეუძლებელი იქნება ტრანსპორტით.

15:00 საათზე გაიმართება მასშტაბური აქცია/მსვლელობა, რის გამოც იკეტება მეტროსადგურებიც და მატარებლები ჩაივლიან გაჩერების გარეშე. ქუჩებში გამოსულია დაახლოებით 5,500 ოფიცერი, რათა მოვლენების განვითარებას დააკვირდნენ და მოსალოდნელი უსიამოვნო ეპიზოდების პრევენცია მოხდეს.

პოლიციის ბრძანებით პატისიონი, სტურნარი, ბუბულინას, კანიგოს, კაპოდისტრიუს ქუჩებსა და გამზირებზე, ასევე, ექსარხიაში მანქანების გაჩერებაც აკრძალული იქნება.

საჯარო ტრანსპორტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმოძრავებს განსხვავებული მარშრუტებით, რის საშუალებასაც აქციები მისცემთ. მძღოლები დაემორჩილებიან პოლიციის ბრძანებას და თავს აარიდებენ ცენტრში გავლას.

onalem

ტესტ