fbpx
ჯანმრთელობა

როდის მოეღება ბოლო საბერძნეთში კორონავირუსის პანდემიას?! პროფესორი კონკრეტულ თარიღებს ასახელებს

ეროვნული ონკოლოგიური ინსტიტუტის ექიმმა, გიორგოს პავლაკისმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა. მან დაასახელა კონკრეტული თარიღი, თუ როდისთვის ვარაუდობს პროფესორი კორონავირუსის პანდემიის დასრულებას.

“ვიმეორებ ბევრი სხვა მეცნიერის სიტყვებს, რომ თუ მიღებულ ზომებს დროზე ადრე მოვხსნით, კორონავირუსი კიდევ ერთხელ “დაგვსჯის”. ჩვენ თვალყური უნდა ვადევნოთ საზოგადოების თითოეული ნაწილის და კორონავირუსის ურთიერთქმედებას და მისი გავრცელების დინამიკას. ამ დრომდე საბერძნეთმა თავი ყველაფერს შესანიშნავად გაართვა, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა განადგურდეს დაუფიქრებელი და უყურადღებო ნაბიჯებით. 

დანიას 3-ჯერ მეტი გარდაცვლილი და 6-ჯერ ინფიცირებული ჰყავს, მაგრამ იქ უკვე გაიხსნა სკოლები ორი კვირაა და არანაირი პრობლემები არ აღინიშნება. ბატონი ციოდრასის გუნდი მოვლენების განვითარებას აკვირდება. სკოლების გახსნით არ გამოვიწვევთ რაიმე დიდ რისკებს.

თუ საბერძნეთში არ მოიხსნება ზომები ნაადრევად და მოდით ვთქვათ, რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ამჟამინდელი გეგმის მიხედვით უნდა წავიდეს, რადგან ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიადგა. თუ ზომები ნელა მოიხსნება, საბერძნეთს შეუძლია ბოლომდე დარჩეს მსოფლიო მაგალითად. დაახლოებით, 13 ივლისისთვის, ვვარაუდობ, რომ ქვეყანაში პანდემია დასრულდება.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ საქმეში სხვა ევროპული ქვეყნების დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანია, სხვანაირად საბერძნეთში ტურიზმის არსებობა შეუძლებელი იქნება,” განაცხადა პავლაკისმა.

onalem

ტესტ