fbpx
ჯანმრთელობა

ომონია, აგიოს პანტელეიომონა, პატისიონი – კორონავირუსის გავრცელება პოლიციელებში

ტელეკომპანია SKAI-ს ინფორმაციით, პატისიონის პოლიციის განყოფილებაში მომუშავე ორ ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ირკვევა, ისინი 15 წლის პაკისტანელი მოზარდისგან დაინფიცირდნენ, რომელთანაც კონტაქტში იმყოფებოდნენ, რადგან ბიჭი მასპიძელ სტრუქტურაში უნდა გადაეყვანათ.

გარდა პატისიონისა, პოლიციელებს შორის კორონავირუსი გავრცელდა ომონიისა და აგიოს პანტელეიომონას პოლიციის განყოფილებებში და ოფიცრები შიდა იზოლაციაში იმყოფებიან.

ამ ეტაპისთვის ცდილობენ გაარკვიონ, თუ ვისთან ჰქონდათ კიდევ კონტაქტი ინფიცირებულებს, რათა ვირუსის გავრცელების შანსები მინიმუმამდე შემცირდეს.

onalem

ტესტ