fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ორი ბავშვი მართვით სუნთქვაზე და კვლავ საგანგაშო მონაცემები საბერძნეთში დღეს

სოტირის ციოდრასმა რამდენიმე კვირის წინ ხაზგასმით განაცხადა, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა უნდა დასტაბილურდეს და ეს საზოგადოების მხრიდან პასუხისმგებლობის გამოჩენის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა, უკვე საკმაო დრო გავიდა და ყოველდღიური მონაცემები 200-ს არ სცდება.

დღეს საბერძნეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 264 ახალი შემთხვევა და 31 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

სამწუხაროდ, 22 აგვისტოს ვირუსით გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულთაგან ორი ბავშვია, ერთი 17 წლის გოგონაა, რომელსაც არ აქვს არანაირი თანმდევი დაავადება, ხოლო მეორე ბავშვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ინფიცირებულთა საშუალო ასაკი დაეცა, ფიქსირდება მძიმე მდგომარეობა არასრულწლოვანთა შორისაც. ანუ შესაძლოა ბავშვი ვირუსით მოხვდეს რეანიმაციაში და საფრთხე არ ემუქრებათ მხოლოდ ასაკოვან ადამიანებს.

ახალი შემთხვევებიდან საბერძნეთის საზღვრებზე მხოლოდ 29 გამოვლინდა, ხოლო დანარჩენი შიდა გავრცელების შედეგებია.

onalem

ტესტ