fbpx
კატეგორიის გარეშე

დაუჯერებელი კადრები კრეტადან – 1.800 კაციანი ქორწილი, რომელიც ქუჩებამდე გამოვიდა

იმის პარალელურად, რომ მთავრობა საბერძნეთში უსაფრთხოების მიზნით აკრძალვებს აწესებს, საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოჩენილი უპასუხისმგებლობა ყოველგვარ ზღვარს სცდება. კრეტადან ვრცელდება დაუჯერებელი კადრები, რაც ცხადყოფს, რომ ხალხი, რომელიც ქორწილის წვეულებაზე შეიკრიბა, აბსოლუტურად არ არის გარკვეული მიმდინარე სიტუაციაში.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხანიაში გაიმართა ქორწილი და ამავე დროს ბავშვის ნათლობა. ყველაზე შოკისმომგვრელი კი არის ის, რომ ამ წვეულებას 1.800 კაცი უნდა დასწრებოდა. თუმცა, როდესაც ადგილზე პირველი სტუმრები მივიდნენ, იქ პოლიცია დახვდათ და სიტუაციის დარეგულირება სცადეს.

მიუხედავად ამისა, ფოტოებიდან ჩანს, თუ რა მდგომარეობა იყო ქორწილში, რომლის სტუმრებმაც ქუჩებამდე მიაღწიეს, პატარძალი შუა გზაში ცეკვავდა და საუბარი ზედმეტია დისტანციის დაცვაზე.

onalem

ტესტ