fbpx
საბერძნეთი

ვისთვის არის სავალდებულო თვითტესტირება საბერძნეთში?! ჯარიმები 1.500 ევრომდე კანონდარღვევისთვის

შრომის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისთვის არის სავალდებულო საბერძნეთში თვითესტირება სამსახურში გამოცხადებამდე. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში თანამშრომელი სამუშაო ადგილას არ დაიშვება.

როგორც ცნობილია, საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯარიმებია განსაზღვრული დამსაქმებლისთვის, თუკი დაფიქსირდება კანონდარღვევები.

ნახეთ, რომელ სექტორებში დასაქმებულ ადამიანებს სჭირდებათ, რომ გაკეთებული ჰქონდეთ თვითტესტირება:

საცალო ვაჭრობა

კვების სექტორი

სადაზღვევო კომპანიები

ტრანსპორტი

დასუფთავების სამსახური

სილამაზის სალონები (ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სალონები)

აზარტული თამაშების კომპანიები

ავტოსკოლები

მოსამზადებელი და უცხო ენების ცენტრები

საბავშვო ბაღები

ტურიზმი

საჯარო სამსახურები.

ჯარიმები, თვითტესტირების გაუვლელობის შემთხვევაში, მერყეობს 300-დან 1.500 ევრომდე.

თუ დამსაქმებელი არ მოახდენს თანამშრომელთა ინფორმირებას ყველა სავალდებულო საკითხთან დაკავშირებით, დაჯარიმდება 300 ევროთი.

თუ დამსაქმებელი ამუშავებს თანამშრომელს, რომელსაც არ აქვს თვითტესტირების შედეგები წარმოდგენილი, დაჯარიმდება 500 ევროთი.

ხოლო თუ დამსაქმებელი ამუშავებს თანამშრომელს, რომელსაც თვითტესტირებაზე დადებითი პასუხი აქვს, დაჯარიმდება 1.500 ევროთი.

onalem

ტესტ